|
2015-05-07 21:55:54, 348 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ჩვენ შევძლებთ იმ საქმის გაკეთებას, რასაც ევროპას შევპირდით
"ჩვენ ევროპაში დაბრუნება კიარ გვსურს მხოლოდ, ჩვენ უკვე პრაქტიკულად იქ ვართ",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ევროპის კვირეულის ფარგლებში გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართული წარმოდგენის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, ევროპა არ არის ადგილი, სადაც ბოროტმა ადამიანებმა მარცხი განიცადეს და კეთილმა ადამიანებმა გაიმარჯვეს, არამედ ევროპა არის ადგილი, სადაც სიკეთე იმარჯვებს. "ჩვენ ევროპაში დაბრუნება კიარ გვსურს მხოლოდ, ჩვენ უკვე პრაქტიკულად იქ ვართ. თუმცა იმისათვის, რომ ეს სიკეთე საყოველთაო სიკეთე გახდეს, თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი სიკეთე, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.ჩვენ ამისთვის უნდა დავძლიოთ ზოგიერთი სტერეოტიპი, რომელიც საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში ინერგებოდა, რამაც ხელი შეუწყო გარკვეულ გაუცხოებას მსოფლიო კულტურასთან, დემოკრატიულ საზოგადოებასთან.მერწმუნეთ, ეს ნამდვილად ასე მჯერა, რომ ამ სტერეოტიპებთან გამკლავება ამ დარბაზიდან გაცილებით უკეთაა შესაძლებელი, ვიდრე იმ დარბაზიდან, რომელშიც უნდა ვიყო ახლა მე და ვერ ვარ, პარლამენტის დარბაზიდან.იმიტომ, რომ სწორედ ხელოვნების ძალით, ხელოვნების მუხტით და შემოქმედის მიერ დანახული გამოსავლით ხდება იმ ღირებულებების წარმოჩენა, განმარტება, რომელიც უცხო არ არის ჩვენთვის და სწორედ ამაზე იყო დღევანდელი წარმოდგენა.სწორედ შემოქმედმა ხალხმა, ასეთმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც თავად სჯერათ იმისა, რის გამოხატვასაც სცდილობდნენ, უნდა შეძლონ ის, რომ ქართელებმა ვირწმუნოთ, ევროპა არ არის ის ადგილი, სადაც ბოროტმა ადამიანებმა განიცადეს მარცხი და კეთილმა ადამიანებმა გაიმარჯვეს, ევროპა არის ადგილი, სადაც სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენც უნდა დავასრულოთ ქვეყნის, საზოგადოების დაყოფა კარგებად და ცუდებად, უნდა გავერთიანდეთ და ერთად უნდა ავაშენოთ კარგი ქვეყანა და ერთად უნდა შევებრძოლოთ ბოროტებას, რომელიც, სამწუხაროდ, ყველა საზოგადოებაშია და ჩვენთანაც არის.ამისთვის ჩვენ გვაქვს ყველაფერი. იმაზე უკეთ ვერ გამოვხატავ, რაც იყო აქ გამოხატული, ჩვენი ისტორია, კულტურა, თანამედროვეობა, ჩვენი თანამოქალაქეობის ნააზრევი ამის საუკეთესო ფუნდამენტია უხსოვარი საუკუნიდან დღემდე. ჩვენ გვაქვს ნამდვილი მეგობრები. ქალბატონი ან ბროსერი ერთ-ერთი წარმომადგენელი ასეთ მეგობართა ჯგუფისა. დიდი მადლობა რომ ჩვენთარ ერთად ბრძანდებით, თქვენთან ერთად ჩვენ ძლიერები ვართ და აუცილებლად შევძლებთ იმ საქმის გაკეთებას, რასაც ჩვენ ევროპას შევპირდით, საქართველოს იქნება დემოკრატიული, საქართელო იქნება მშვიდობიანი, საქართველო იქნება სტაბილური და საქართველოთი ევროპაც იამაყებს",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ახალგაზრდა რეჟისორთა სპექტაკლის პრემიერა "იქ, სადაც შენი სახლია" გაიმართა.5 მინიატურისგან შემდგარი სპექტაკლის მიზანი ქართული და ევროპული ღირებულებების ერთობის წარმოჩენაა. ღონისძიება სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)