07:26 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თეა წულუკიანი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ესტუტის იანკაუსკასი და   მისიის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში იოან აქსანდერი მიიღო.

თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით  ბრიუსელში იმყოფება.

დავით ნარმანია: აბსურდია, რომ ჯოკია ბოდოკია ჩემი თანასოფლელი, თანაკლასელია და მას ჩემი ძმა იცავს

თბილისის მერი დავით ნარმანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკავებული მერიის თანამშრომელი ჯოკია ბოდოკია მისი თანასოფლელი და თანაკლასელია. 

პეტრო პოროშენკო: მინსკის მოლაპარაკებებზე კარგი ამბები ჯერჯერობით არ არის

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მინსკის მოლაპარაკებებზე ჯერჯერობით კარგი ამბები არ არის.

ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრებს: თქვენ შეგიძლიათ შეტევაზე გადახვიდეთ

"თქვენ შეგიძლიათ შეტევაზეც გადახვიდეთ. როცა სამართლიანობას ებრძვიან, თვენ გაქვთ უფლება თქვენი სიმართლე დაიცვათ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

ღარიბაშვილი: კეზერაშვილისა და ახალაიას გუნდის წევრები არათუ დააწინაურეს, უცხოეთში გაგზავნეს სასწავლებლად, რაც სირცხვილია

"თავდაცვის სამინისტროში კეზერაშვილისა და ახალაიას კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა"-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

 

მინდია ჯანელიძის შეფასებით, მისი უწყების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს

თავდაცვის მიინსტრის მინდია ჯანელიძის შეფასებით, მისი უწყების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.

 

დავით ბაქრაძე: მინსკის მოლაპარაკებების შედეგები საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიდო მინისტრი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ მინსკის მოლაპარაკებების შედეგები  საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
 

ზურაბ აბაშიძე: მინსკის მოლაპარაკებები ბოლო შანსია იმისათვის, რომ მძიმე ვითარება მშვიდობიანად მოგვარდეს

"მინსკის მოლაპარაკებები,  როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, ბოლო შანსია იმისათვის, რომ  უკრაინაში არსებული უმძიმესი ვითარება მშვიდობიანად მოგვარდეს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
 

დავით სერგეენკო: ფასები მხოლოდ 100- მდე მედიკამენტზეა გაზრდილი

„ფასები მხოლოდ 100-მდე მედიკამენტზეა გაზრდილი“,-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

12-13 თებერვალს, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ ეწვევა.

თეა წულუკიანი „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის“ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის“ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

ესტონეთისა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

ტალინში, ესტონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის   საკონსულო სფეროში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

 

თეა წულუკიანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დეპუტატებთან მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა

 იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მეორე შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების იმ ჯგუფთან, რომლის მუშაობის მიზანიც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისა და იქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობისათვის საბუთებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაა. 

დავით ბაქრაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კრებას დაესწრო
ნორლანდი: FBI-მ ჟვანიას საქმეზე დასკვნა იმ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ხელმისაწვდომი გახადა

ამერიკის ფედერალურმა ბიურომ (FBI) ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე თავისი დასკვნა  იმ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა, რომელიც საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ მისთვის ხელმისაწვდომი გახადა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics