09:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 17:09:50, 325 ნახვა

პოლიტიკა
იოჰანეს ჰანი: საქართველო აჩვენებს საუკეთესო შედეგს, რომელიც მისი მეზობელი ქვეყნებისთვის მაგალითი გახდება

"საქართველო აჩვენებს საუკეთესო შედეგს, რომელიც გახდება მაგალითი  მისი მეზობელი ქვეყნებისთვის და საბოლოოდ სარგებელს მოუტანს თითოეულ მოქალაქეს",-ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა 150 მილიონიან გრანტს მიიღებენ.

"ვიზალიბერალიზაციის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ საკმაოდ პოზიტიური მოხსენება, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში ამ პროცესს ძალიან სწორი რეაქციები მოჰყვა.რომ დავუბრუნდეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, აქაცაა პოზიტიური დინამიკა.აღინიშნება ექსპორტის ზრდა, რომელმაც 2014 წლის პირველი სექტემბრიდან დღემდე წინა წელთან შედარებით 8%-ით მოიმატა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც ქვეყანა, ისე ბიზნეს საზოგადოება ამ ზრდისთვის მზად უნდა იყოს და მოთხოვნებისთვის, რომელსაც ხელშეკრულება ითვალისწინებს. ჩვენ გამვოყოფთ ახალ 150 მილიონიან საკრედიტო ხაზს გრანტის სახით, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესისათვის კრედიტების გაცემას და გადანაწილდება საქართველოზე უკრაინასა, და მოლდოვაზე. ვაგრძელებთ ეკონომიკის სტიმულირებას იმისათვის, რომ სასურველი შედეგები მივიღოთ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზეც, რომ  საქართველო აჩვენებს საუკეთესო შედეგს, რომელიც გახდება მაგალითი  მისი მეზობელი ქვეყნებისთვის და საბოლოოდ სარგებელს მოუტანს თითოეულ მოქალაქეს",-განაცხადა იოჰანეს ჰანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics