|
2015-05-11 12:39:12, 462 ნახვა
პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორს მარტინ ჰომოლას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში ერთობლივად განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პრესპექტივები განიხილეს. „საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის პროგრამა“, „ კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა“, „ბიომრალავფეროვნების მდგრადი მართვა საქარველოში“, „გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჰიდროელექტრო სადგურებიდან გამოწვეული კომულაციური ზემოქმედების კუთხით“, „ეროზიის ინტეგრირებული კონტროლის ღონისძიებები სამხრეთ კავკასიაში“ - ეს იმ პროექტების ჩამონათვალია, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშროლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. „უკვე რამდენიმე წელია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება წარმატებულად ახორციელებს ბიომრავალფეროვნების პროექტს სამხრეთ კავკასიაში. ახლახანს დაემატა კომპონენტი - საქართველოს მთავრობის ეროვნული სატყეო პოლიტიკის მხარდასაჭერად. გასულ წელს დაიწყო ეროზიასთან ბრძოლის პროექტი. ხოლო, ეს ორივე პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს გაერთიანდება ერთ დიდ პროექტად სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ფარგლებში“, - განაცხადა მარტინ ჰომოლამ. შეხვედრას გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი და გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელები ესწრებოდენენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)