18:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კობახიძე: მიხარია, რომ „ნაცმოძრაობის“ დიდი ნაწილი ემიჯნება გეგმას, რომლის ჩაშლაზე ასე დანანებით საუბრობს სააკაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით,  „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე პასუხისმგებლობას იღებს. კობახიძის თქმით, ყველა განცხადება კონკრეტულ ფაქტებსა და ინფორმაციებს ეფუძნებოდა.

ირაკლი კობახიძე: მედია გარემოს ფუნდამენტური გაუმჯობესება ჩვენი მიღწევაა და ამის დათმობას არ ვაპირებთ

„მკაფიოდ განვაცხადე, რომ სასამართლოში განიხილება  ეს საკითხი და  რა თქმა უნდა  სასამართლოს გადასაწყვეტია  ეს კონკრეტული დავა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირმა ნადირაშვილის კითხის საპასუხოდ განაცხადა, - თუ რის გაკეთებს აპირებს პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე, რომ შენარჩუნებული იყოს ქვეყანაში ყველაზე  კრიტიკული მედია საშუალება „რუსთავი 2“.

ირაკლი კობახიძე: მზად ვარ, საპარლამენტო საქმიანობაში აბსოლუტურად ნეიტრალური ვიყო

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამწუთებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

კობახიძე: პასუხს ვაგებ თითოეული იმ განცხადების საფუძვლიანობაზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გავაკეთე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამწუთებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.   

ირაკლი კობახიძე: უმთავრეს ამოცანად მესახება პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია

არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლო და ვემსახურო ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მე-9 მოწვევის პარლამენტში 5 ფრაქცია დარეგისტრირდა

მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომა განახლდა. სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატებს   და მიწვეულ სტუმრებს ფრაქციათა უმრავლესობისა და უმცირესობის შექმნის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.  პარლამენტში სულ 5 ფრაქცია დარეგისტრირდა.

ირმა ინაშვილი: ჩვენი მთავარი ფუნქციაა ქართველი ხალხის ხმა გავახმოვანოთ

„ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილების მიღების საშუალება პარლამენტში, ჩვენი მთავარი ფუნქცია იქნება ვიყოთ ქართველი ხალხის ხმა  და გავასაჯაროვოთ ყველა საკითხი რაც ადამიანებს აწუხებს“,-ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გერნერალურმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა ირმა ინაშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა

ახლადრჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა.

ახლადარჩეულ პარლამენტის წევრებს უფლებამოსილება მიენიჭათ

მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებს უფლებამოსილება მიენიჭათ.

ნარჩემაშვილი: პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ კონსტიტუციას ცვლილება სჭირდება

პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, შეიძლება ცოტა რბილადაც, რომ კონსტიტუცია არის სერიოზულად ხარვეზიანი კონსტიტუცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.

იან კელი: სულმოუთქმელად ველოდებით თანამშრომლობას ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან

ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით თანამშრომლობას ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა.

ზურაბიშვილი: პრეზიდენტის დღევანდელმა ტონმა გამაოცა, არ ვთვლი, რომ ეს იყო თანამშრომლობის ტონი

პრეზიდენტის დღევანდელმა ტონმა ცოტა გამაოცა და არ ვთვლი, რომ ეს იყო თანამშრომლობის ტონი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ფიქრია ჩიხრაძე: არაწარმომადგენლობითი პარლამენტის მიუხედავად, ეს ქართველი ხალხის არჩევანია

„მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალის ხელშია საკონსტიტუციო უმრავლესობა, მიუხედავად იმისა პარლამენტი არ არის ისეთი წარმომადგენლობითი როგორი სურვილი და მოლოდინი შეიძლება ჰქონდა საზოგადოებას,  მაინც ბუნებრივია ეს არის ხალხის არჩევანი“,-ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყების შემდეგ განაცხადა.

ხოშტარია: პარლამენტში შემოვდივართ იმისთვის, რომ ყველანაირად დავუპირისპირდეთ საკონსტიტუციო უმრავლესობას
პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომას უხუცესი წევრი რევაზ არველაძე უძღვება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს რევაზ არველაძეს გადასცა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics