|
2017-02-27 12:50:42, 1563 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
დღეს ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ბაკიჯან საგინტაევს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული და სამომავლო ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ურთიერთობების გაღრმავებას ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით. ზურაბ პატარაძემ და ბაკიდჯან საგინტაევმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და თანამშრომლობის გაფართოებაზე ისაუბრეს. ზურაბ პატარაძემ პრემიერ-მინისტრს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. „დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ საკითხებზე. ყაზახეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. მე ძალიან თბილი ურთიერთობები მაკავშირებს ყაზახეთთან. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით და იმედი მაქვს რომ ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაგრძელდება. განვიხილეთ ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი და ჩარტერული ავიაფრენების გაზრდას, ბათუმის ტურისტულ გამოფენა „ექსპო 2017"-ში ყაზახური ტურისტული კომპანიების უფრო აქტიურ ჩართულობას და სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე 27 თებერვალიდან 1 მარტამდე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის ოფიციალურ წევრებს შორის არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი. დელეგაციის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანია საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია და ახალი ინვესტიციების მოზიდვა. სწორედ ამ მიზნით, დღესვე „რადისონ ბლუ ასტანაში" საინვესტიციო ფორუმი „Visit Ajara /Invest in Ajara" გაიმართება, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები პრეზენტაციებით წარსდგებიან. საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ საღამოზე მოწვეულ სტუმრებს შეეძლებათ გაეცნონ უინესკოს მფრაველობის ქვეშ მყოფ პოლიფონიურ სიმღერებს, იხილონ ცეცხლოვანი ქართული ცეკვები და დააგემოვნონ უგემრიელესი აჭარული კერძები. (NS)
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)