13:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 14:26:17, 1870 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ევროკავშირი საკუთარ დაპირებებს ასრულებს

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ევროკავშირი საკუთარ დაპირებებს ასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიგრაციისა და საშინაო საკითხებში ევროკომისარ, დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უვიზო რეჟიმის შემოღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო აახლოვებს.

„ეს შედეგი ადასტურებს ორ რამეს, პირველი - ევროკავშირი სათანადოდ აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში და რომ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა სანდო და მტკიცეა. ამასთან ერთად, ეს მიღწევა საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია საკანონმდებლოა და ინსტიტუციური რეფორმების გასაგრძელებლად. მაგრამ მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეს შედეგი ადასტურებს, რომ ევროკავშირი ასრულებს საკუთარ დაპირებებს. მინდა ვთქვა, რომ დღეს არსად, ისე როგორც საქართველოში, ძლიერია ევროპული სულისკვეთება. დღეს საქართველოში, როგორც არსად, ზეიმობს ერთიანი ევროპის იდეა, დღეს საქართველოში, როგორც არსად, ესმით ერთიანი ევროპის, ევროპის ერთიანი საგარეო უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს ჩვენო თანამემამულენო და მე ვულოცავ ევროპასაც, იმიტომ, რომ დღეს საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, კიდევ უფრო ახლოს მივიდა თავის ევროპულ ოჯახთან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკომისარს ვიზალიბერალიზაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა:

„მართლაც სიმბოლურია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს ვიზიტით ეწვია მიგრაციის და საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარი, ჩვენი მეგობარი, ბატონი დიმიტრის ავრამოპულოსი, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მართლაც ერთად მიღწეული წარმატება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ავრამოპულოსს პირადი ძალისხმევისთვის, საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიებრალიზაციის პროცესში. ასევე ვაფასებთ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის ერთსულოვან მხარდაჭერას“, - განაცხადა პრემიერმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics