13:57 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 11:33:03, 1752 ნახვა

პოლიტიკა
„მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ“

მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ისარგებლონ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით შენგენის წევრ ქვეყნებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილისა და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის შეხვედრაზე აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს  უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობას საქართველოს ევროპასთან დაახლოების კუთხით.

ევროკომისარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ყველა მიმართულებით და განაცხადა რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით  გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები, რასაც სათანადოდ აფასებს ევროკავშირი.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დიმიტრის ავრამოპულოსს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის.

პრემიერ–მინისტრმა და ევროკომისარმა ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველო გააგრძელებს წარმატებულ რეფორმებს.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან  სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე,  პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics