21:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კვირიკაშვილი: საქართველო-სომხეთის მომავალი ურთიერთობები საუკეთესო ტრადიციებზე უნდა ავაშენოთ

საქართველოსა და სომხეთს აქვთ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა და ჩვენი მომავალი ურთიერთობები ამ საუკეთესო ტრადიციებზე უნდა ავაშენოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგასთან  კარენ კარაპეტიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

ეკა ბესელია თინა ბოკუჩავას: უვიცობის დემონსტრირებას ახდენ ტრიბუნიდან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას გამოსვლამ გააღიზიანა.

ტუღუში უმრავლესობას: მუდმივად აპელირებთ იმ 9 წელზე, ჩვენც შეგვიძლია იმ 4 წელზე ვისაუბროთ, როდესაც უამრავი უფლებადარღვევა მოხდა

„თქვენ მუდმივად აპელირებთ იმ 9 წელზე, ჩვენ ანალოგიურად შეგვიძლია ვისაუბროთ  ბოლო 4 წელზე როდესაც მოწმენი ვართ უამრავი უფლებადარღვევის, რომელიც უკავშირდება ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას,  ვებგვერდებზე ატვირთვას და მერე ამის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენებას“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ტუღუშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. მოსმენების საკითხს განიხილავენ.

 

რომან გოცირიძე იმედოვნებს, რომ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს

პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი ქართულ საკომუნიკაციო ბიზნესს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს  და  უცხოელ ინვესტორთა თვალში ქვეყნის იმიჯს აუარესებს.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს „გაზპრომთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

 

საგარეო უწყება ადასტურებს, რომ კონგოში ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაატყვევეს, მეორე კი, დაიჭრა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ კონგოში ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაატყვევეს, ხოლო მეორე დაიჭრა.

 

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
აბაშიშვილი ე.წ. მოსმენების კანონზე: მოვუწოდებთ უმრავლესობას, მხოლოდ გამჭვირვალე დისკუსიის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილებები

„პარლამენტი დღეს ე. წ მოსმენების შესახებ კანონპროექტს განიხილავს, რომელთან დაკავშირებითაც არის არაერთი კითხვა, რომელიც გვაქვს ჩვენ, საზოგადოებას და ბიზნესსექტორს“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასა და ე.წ. შეჩერების მექანიზმს მხარი დაუჭირა

ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების საბჭომ (COREPER) საქართველოს ვიზალიბერალიზაციასა და ე.წ. შეჩერების მექანიზმს მხარი დაუჭირა.

 

მდინარაძე: ვფიქრობ, სასამართლოც და პროკურატურაც საზოგადოებას ობიექტურობაში დაარწმუნებენ

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ თითქოს   „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან პოლიტპატიმრები, რადგან მათი  ნაწილი გამართლდა.

 

მდინარაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე: გუშინდელი დღე იყო დასტური იმისა, რომ გამოძიებას უნდა ვენდოთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

გიორგი გახარია: საპატრიარქოს დაფინანსების არსებული წესი შესაცვლელი არ არის

ეს ის საკითხია, რომელიც პარტიული დონიდან გადასაწყვეტი არ არის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრიარქოს დაფინანსების წესთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის შეცვლის ინიციატივით „რესპუბლიკური პარტია“ გამოვიდა.

 

„ევროპული საქართველო“ ე.წ. ციანიდის საქმეზე საგანგებო პროკურორის დანიშვნას ითხოვს

„ჩვენ ვსვამთ საკითხს, რომ  მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ჩამოშორდეს ტანამდებობას და საგანგებო პროკურორი დაინიშნოს, რომელიც ამ საქმეს გამოიძიებს“,-ამის შესახებ  „მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

კახიძე უმრავლესობას: მთავარი პროკურორის გადადგომის საკითხს პირველი თქვენ უნდა სვამდეთ და არა მე

„პრაქტიკულად მთავარმა პროკურორმა, გარდა იმისა, რომ გვითხრა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა მზადდებოდა, პირდაპირ მიანიშნა, რომ ეს  მაღალი იერარქიის სასულიერო პირი პატრიარქი გახლდათ“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“  წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

ნუკრი ქანთარია ოპოზიციას: გადაითვალეთ ერთმანეთი, რამდენს აღწევთ პარლამენტში

„ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს რაც შეეხება, რომლებმაც რატომღაც მოინდომეს პროკურორის გადადგომა და პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, ეს ამბავი ძალიან რბილად რომ ვთქვა,  ღიმილს იწვევს“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

იუსტიციის სამინისტროს საბერძნეთის დელეგაცია ეწვია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  საბერძნეთის ადმინისტრაციული რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის მინისტრ ოლგა  იეროვასილის  შეხვდა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics