|
2026-11-02 20:45:19, 399 ნახვა
პოლიტიკა
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროფილის მიხედვით, ივანიშვილი საქართველოს მედიაგარემოზე გავლენას ბიზნესიმპერიისა და გავლენის ქსელის მეშვეობით ახდენს. RSF-ის შეფასებით, მედიაზე კონტროლის გასაძლიერებლად გამოიყენება ეკონომიკური ზეწოლა, რეპრესიული კანონები, ცენზურა და სამართლებრივი დევნა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ივანიშვილის გავლენა განსაკუთრებით პრო-სამთავრობო ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ მეშვეობით ვლინდება. 2026 წლის ანგარიშში RSF საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყანას შორის 135-ე ადგილზეა. ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის 2026 წლის შეფასებაში რამდენიმე საკითხს გამოყოფს, მათ შორის:
RSF-ის პროფილში ასევე მოყვანილია ბიძინა ივანიშვილის 2024 წლის სექტემბრის განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, აზრისა და სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა ჯანმრთელია, მედია დამოუკიდებელია, ხოლო ბიზნესი ხელშეუხებელი. ორგანიზაცია ივანიშვილს მილიარდერ ოლიგარქად, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრად და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ის საქართველოს ხელისუფლების უკან მდგომ რეალურ ძალად რჩება.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)