10:35 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 16:15:01, 1082 ნახვა

საზოგადოება
“ვენდი” და “დანკინი” მიტანისა და Drive-Tru სერვისით მომხმარებელს უწყვეტ რეჟიმში მოემსახურება

“ვენდის” და “დანკინის” რესტორნების ქსელი გამოხატავს სრულ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და აცხადებს მზადყოფნას უწყვეტ რეჟიმში მოემსახუროს მომხმარებელს როგორც მიტანის ასევე Drive-Tru სერვისის გამოყენებით.

“გაცნობებთ, რომ “ვენდის” და “დანკინის” რესტორნების ქსელი სრულად ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და შექმნილ ვითარებას, ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვაცხადებთ მზადყოფნას, უწყეტ რეჟიმში ვუზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს ქსელში არსებული რესტორნებიდან შეკვეთილი პროდუქტის ადგილზე მიტანას, ასევე რესტორნებში Drive-Tru სერვისის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას.

ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ყველა შეკვეთის დამზადება ხდება სრული სანიტარული თუ ჰიგიენური ნორმების დაცვით, რომლებიც ითვალისწინებს როგორც ადგილობრივ ისე საერთასორისო სტანდარტებს. ამასთან, როგორც ვენდის ასევე დანკინის სათაო ოფისებისგან მიღებული გვაქვს COVID-19 -ის პრევენციისათვის მთელი რიგი აუცილებელი აქტივობების ნუსხა, რომელთაც განუხრელად ვიცავთ და ვანხორციელებთ. აქვე გაცნობებთ, რომ როგორც “ვენდის” ასევე “დანკინს” რესტორნებს გააჩნიათ ყველა საჭირო რესურსი, პროდუქტების სათანადო მარაგი და მათი ამოწურვის არავითარი საფრთხე არ არსებობს.

მადლობა ერთგულებისთვის და ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას“, -  აცხადებს ვისოლ ჯგუფის პრეზედენტი სოსო ფხაკაძე.

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics