|
2026-11-10 13:34:49, 260 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა და ახალი თაობისთვის საუკეთესო შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბრენდი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც მოსწავლეებს ცოდნის გამოვლენაში, ახალი უნარების განვითარებასა და საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში ეხმარება. ამ მიზნით, შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა თბილისში (SIST), თიბისის მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მათემატიკურ კონკურსს „გამო-ცადე BY SIST“ ატარებს. კონკურსში 1 500 მოსწავლე დარეგისტრირდა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა. კონკურსი IV, V და VI კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. მათემატიკური ამოცანების საშუალებით მონაწილეები ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას გამოსცდიან, ცოდნასა და შესაძლებლობებს კი ახალ გამოწვევაში გამოიყენებენ. კონკურსი საერთაშორისო ოლიმპიადების საუკეთესო გამოცდილებას ეფუძნება. მისი მთავარი მიზანია, ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა, გაბედონ, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები და აღმოაჩინონ ის პოტენციალი, რომელიც შესაძლოა ჯერ თავადაც არ შეუმჩნევიათ. აქ მთავარი მხოლოდ სწორი პასუხი არ არის – მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა, მსჯელობა და ახალი გამოწვევების მიღების სურვილი. კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიპოვონ შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლაში სწავლის 100%-იანი, 50%-იანი ან 30%-იანი გრანტი. ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა. კონკურსი 21 ნოემბერს გაიმართება, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი 29 ნოემბერს შედგება. თიბისისთვის განათლება გამარჯვებაა. თიბისი აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალ თაობას ცოდნის გამოვლენის, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდისა და წარმატებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას აძლევს.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)