|
2026-11-10 17:11:05, 237 ნახვა
სამართალი
გვარამიასა და მოსამართლე ნადარაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და მასში მოყვანილი ფაქტების შემოწმების აუცილებლობაზე. მისი თქმით, მხარეებისთვის წინასწარ უცნობია, კონკრეტულად რომელ გარემოებებს დაეყრდნობა სასამართლო, ამიტომ მათი განხილვა სასამართლო სხდომაზე უნდა მოხდეს. „მაგალითად, ჩემი ინტერვიუს გამოკვლევა მინდა. მე რა ვიცი, თქვენ ბოლოში დაეყრდნობით თუ არა ამ ინტერვიუს, ეს როგორ უნდა გავიგო, თუ არ გამოვიკვლევ თქვენთან ერთად?“ - იკითხა გვარამიამ. მის გამოსვლას სასამართლოს თავმჯდომარესთან კამათი მოჰყვა. ნადარაიამ მას მოუწოდა, კონკრეტულ შუამდგომლობაზე ესაუბრა. გვარამიამ კი განაცხადა, რომ საკუთარი საპროცესო უფლებებით სარგებლობდა და თავმჯდომარის აცილების შუამდგომლობის დაყენებაც ახსენა. გვარამია: „თქვენ თქვენი საპროცესო უფლებები გაქვთ და მე ჩემი საპროცესო უფლებები მაქვს, რომელიც ძალიან კარგად ვიცი [...] ამიტომ მალაპარაკეთ, თუ შეიძლება“. ნადარაია: „თქვენ ისიც გგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ, მაგრამ ასე არ არის“. გვარამია: „თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ ამის მერე. რანაირად მელაპარაკებით?“ ნადარაია: „ჩვეულებრივ გელაპარაკებით“. შუამდგომლობას მხარი დაუჭირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“. რევაზ ნადარაიამ განხილვისას ყურადღება გაამახვილა სასამართლოს უფლებამოსილებაზე, თავად მოიძიოს საჯარო ინფორმაცია ან გამოითხოვოს მასალები სახელმწიფო დაწესებულებებიდან. მოსამართლე ევა გოცირიძის თქმით, მტკიცებულებების განხილვა კითხვა-პასუხის დროსაც შეიძლება: სასამართლო მოსარჩელეს ჰკითხავს, რას ეფუძნება მისი ბრალდებები, მოპასუხეებს კი მათზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა ექნებათ. „მტკიცებულებების გამოკვლევა არის, ასე ვთქვათ, ჩაქსოვილი ამ შეკითხვებში“, - თქვა მან. გოცირიძემ განმარტა, რომ სასამართლო ფაქტობრივ მასალებზე იმსჯელებს, თუმცა ყველა მათგანის რიგითობით განხილვას საჭიროდ არ მიიჩნევს - ზოგიერთი შესაძლოა საქმეს არ უკავშირდებოდეს ან საკმარისად მნიშვნელოვანი არ იყოს. „რა თქმა უნდა, ეს ფაქტობრივი მასალა იქნება მსჯელობისა და განხილვის საგანი. რანაირად შეიძლება სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს სხვანაირად?“ - აღნიშნა მოსამართლემ.
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
გვარამიასა და მოსამართლე ნადარაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)