10:36 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 11:58:37, 1049 ნახვა

საზოგადოება
DRI - ოკუპირებულ ტერიტორიებზე პანდემიასთან გასამკლავებლად, აუცილებელია უფრო ეფექტიანი მუშაობა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება კრიტიკულია.

მათი განცხადებით, გალის და ახალგორის კლინიკებს დღემდე არ გააჩნიათ როგორც COVID-19 ინფექციის დიაგნოსტიკის, ასევე პირველადი აუცილებლობის სადეზინფექციო საშუალებები.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო უწყებამ პანდემიის პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღო ორი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და ტუბ დისპანსერში გადაანაწილა, სადაც სამომავლოდ COVID-19 ინფექცია დადგენილი პაციენტების მკურნალობას გეგმავს. თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი გალის რაიონულ საავადმყოფოზე და მის პერსონალზე, რომელიც დაახლოებით 25000 ადამიანს ემსახურება. ის თავის მხრივ საჭიროებს, როგორც სამედიცინო აპარატურულ განახლებას, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო საშუალებებით მომარაგებას, რათა მოხერხდეს ადგილზე სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევების და პაციენტებისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციით, გალის ცენტრალური საავადმყოფოს პერსონალს ვირუსთან გამკლავების შესახებ დღემდე არანაირი რეკომენდაცია ან რაიმე სახის აღჭურვილობა არ მიუღია, ასევე არც მომართვიანობით ან ეპიდემიოლოგიური სტატისტიკით დაინტერესებულან.

მეორე მხრივ, საგანგაშოა, რომ გალის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობის უმეტესობას დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემები გააჩნია. რაც იმას ნიშნავს, რომ COVID-19 სიმპტომების დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელია, ისინი სოხუმის კლინიკებმა ვერ მიიღონ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის პირობებში, სამედიცინო საჭიროების მქონე პირები ვერც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძლებენ გადმოსვლას, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია გალის საავადმყოფოს პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარით უზრუნველყოფა.

მსგავსი ვითარებაა ოკუპირებულ ახალგორში, სადაც ბოლო ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში ხუთი პაციენტია მოთავსებული. მათ შორის, ერთი პაციენტი ახალგორის საავადმყოფოს სამშობიაროს ბოქსირებულ განყოფილებაში, სადაც საკარანტინო სივრცე შვიდ პაციენტზეა მოწყობილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, არც საავადმყოფოში და არც კონკრეტულად ბოქსირებულ პალატაში არ ხდება სანიტარული ნორმების დაცვა; საავადმყოფოში ამ დრომდე არ ჩატარებულა სადეზინფექციო სამუშაოები; სამედიცინო

პერსონალი, რომელსაც განთავსებულ პაციენტთან აქვს კონტაქტი, პირბადეების და სპეციალური ეკიპირების გარეშე გადაადგილდება. მათ ამ დრომდე არ გააჩნიათ ანტიბაქტერიული, სადეზინფექციო და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი საშუალებები.

ორგანიზაცია მიესალმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს „ჩვენი მოსახლეობის მიტოვებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებისას“ და ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარკვეული საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სირთულეების გათვალისწინებით, პანდემიის პირობებში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გასამარტივებლად, აუცილებელია უფრო ეფექტიანი მუშაობა დახმარების გზავნილის დე ფაქტო უწყებებთან მისატანად. გარდა ამისა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად მნიშვნელოვანია დამატებითი მექანიზმების შემუშავება, მათ შორის, გალის და ახალგორის კლინიკების პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო საშუალებებით უზრუნველსაყოფად ყველა არსებული რესურსის და საკომუნიკაციო არხის გამოყენება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics