10:35 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 16:11:30, 1008 ნახვა

საზოგადოება
თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის, ბილაინის ყველა მაღაზია დროებით იხურება

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინი, ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე, 2020 წლის 20 მარტს 18:00-დან კეტავს ყველა მაღაზიას საქართველოს მასშტაბით და სრულად გადადის აბონენტთა დისტანციურ მომსახურებაზე. გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით. მაღაზიები დახურული იქნება 2020 წლის 1-ელ აპრილამდე.

ბილაინის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერი მომსახურება მიიღონ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციური არხებით: აპლიკაციით MyBeeline App, განახლებული ვებგვერდით www.beeline.ge, ასევე, facebook-ისა და ონლაინ ჩატებით. აბონენტებისთვის ხელმისაწვდომია ბილაინის სატელეფონო ცენტრიც.

ბილაინმა ევროპაში COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების მიღება და დღესაც აქტიურად განაგრძობს. უსაფრთხოების მიზნით კომპანიამ საქართველოში ვირუსის დაფიქსირებისთანავე დახურა მაღაზიები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში და სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა სათავო ოფისი. ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ, უფასოდ განახორციელონ ზარები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზებზე. აბონენტებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და უკრაინაში საზღვრების დახურვის გამო ამ დროისთვის საქართველოში ვერ ბრუნდებიან, შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის, ბილაინი საჩუქრად ურიცხავს მობილურ ინტერნეტს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics