|
2020-03-19 14:25:13, 1095 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც თბილისის მერიისგან იჯარით ჰქონდათ აღებული მიწის ნაკვეთი, გადასახადისგან თავისუფლდება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც თბილისის მერიისგან იჯარით ჰქონდათ აღებული მიწის ნაკვეთი, გადასახადისგან თავისუფლდებიან. მისი თქმით, მეწარმეები გადასახადისგან გათავისუფლდებიან მარტის, აპრილის და მაისის თვეში. „თბილისის მერია სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, მაქსიმალურად ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებას, მაქსიმალურად ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწოდოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ დარგის სპეციალისტების, ექპერტების რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. დარჩით სახლში. არ გამოხვიდეთ, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. დღეს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გვქონდა ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომელიც იქნა მოწონებული და პრემიერის დავალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავფრცელდება. მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების მეპატრონეები, რომელთაც იჯარით ჰქონდათ ტერიტორია აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან. დღეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამი თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელთაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული. ამ მეწარმეებს, თბილისის მერია გაათავისუფლებს მარტის, აპრილის და მაისის იჯარის გადასახადისგან. ამ შეღავათის ფორმალიზების მიზნით, ხელშეკრულებებში ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება. თუ ჩვენ დამატებით ვიქნებით ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ეს შეღავათები გავრცელდება მომდევნო თვეების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, მეიჯარე ვალდებულია, ამ შეღავათის პირობები გაავრცელოს ქვემოიჯარეებზეც, თუ მას იჯარით აღებული ქონება ქვეიჯარით აქვს გაცემული. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს აქვთ ქონება აღებული მოიჯარეებისგან და შემდეგ ის კიდევ სხვა ადამიანებზე აქირავებს. ეს გადაწყევტილება ამ ადამიანებსაც უნდა შეეხოს. შესაბამისად, თუ კონკრეტულ მეწარმეს იჯარით აქვს აღებული ფართი და შემდეგ სხვა პირებზე აქირავებს, შეღავათი ყველა მათგანს შეეხება. აქედან გამომდინარე, შეღავათით რეალურად, 600 მოიჯარე მეწარმეზე ბევრად მეტი პირი ისარგებლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ძირითადად, შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს. ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალური სიზუსტით შევასრულოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციები. უმნიშვნელოვანესია, რომ დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები, ადამიანებთან კომუნიკაციის დროს საჭირო მანძილი, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, არ გავიდეთ გარეთ, დავრჩეთ სახლებში, განსაკუთრებით მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს. ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არსებული რეკომენდაციების შესრულებაა. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ექიმს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ახალგაზრდას, რომელიც მოხალისედ არის ჩართული და ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარში დგომა. მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველას და ყველაფერი იქნება კარგად. მთავარია, ყველამ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებზეც ბოლო დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გვარამიასა და მოსამართლე ნადარაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)