|
2020-03-19 14:03:07, 1135 ნახვა
საზოგადოება
გამყრელიძე - გარდა რესტორნებისა და კაფე-ბარებისა, სოციალური დისტანცირების ღონისძიებები სავაჭრო ობიექტებსაც უნდა შეეხოს
გარდა რესტორნებისა და კაფე-ბარებისა, სოციალური დისტანცირების ღონისძიებები სავაჭრო ობიექტებსაც უნდა შეეხოს, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. დისტანცირების ღონისძიებები არ უნდა შეეხოს საკვებ ობიექტებსა და აფთიქებს. „დღეიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მჭიდრო კომუნიკაცია იქნება მიღებული ჩვენს ეპიდემიოლოგებს, კლინიცისტებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს შორის, რათა მოხდეს თითოეულ საქართველოს მოქალაქესთან მჭიდრო კომუნიკაცია, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნებში და მკურნალობენ. როგორც პირადად ადამიანებთან, ისე სამედიცინო პერსონალთან. სამწუხაროდ გვაქვს საზღვარგარეთ, ესპანეთში ერთი საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, რომელიც იყო ხანდაზმული ადამიანი და კორონავირუსთან ერთად ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადება. მოგეხსენებათ, ამ ინფექციისთვის რამდენიმე რისკფაქტორი არსებობს, ერთი არის ასაკი, მეორე კი თანმხლები დაავადებები. დღეს გაიმართა პრემიერ-მინისტრთან საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დააფიქსირა, რომ გუშინ დასრულდა სამი კვირა პირველი დადებითი პაციენტის ლაბორატორიული დადასტურებიდან ქვეყანაში. ამ სამი კვირიდან ჩვენს ქვეყანაში იმ სერიოზული ღონისძიებებით, რომელიც იქნა გატარებული, მოვახდინეთ ჩვენ პრევენცია, რომ ჯერჯერობით, ქვეყანაში არ გვაქვს ფართო მასშტაბიანი ეპიდემია. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში შემთხვევათა ზრდა ისევ იქნება და ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ფართო მასშტაბიანი შემთხვევების ზრდა. დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი შევიდა წინადადებით, რომ უფრო მეტად გამკაცრდეს სოციალური დისტანცირების ანუ ფიზიკური დისტანცირების ღონისძიებები ქვეყანაში. იგივე ვთქვათ, გარდა რესტორნებისა და კაფე-ბარებისა, რომ შეეხოს სოციალური დისტანცირების ღონისძიებები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებს. რა თქმა უნდა, საკვები ობიეტების და აფთიაქების გამოკლებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გვარამიასა და მოსამართლე ნადარაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)