08:26 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 14:57:09, 1162 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივი მნიშვნელოვანი მასალით შეივსო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს 2019 წელს 38 817 საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი, 9608 ფოტო, 150 ფონოჩანაწერი და 495 კინოდოკუმენტი შეემატა. მათ შორისაა როგორც სახელმწიფო დაწესებულებების მასალა, ისე კერძო არქივებში დაცული დოკუმენტები.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2019 წელს ეროვნულ საარქივო ფონდს შეემატა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას არქივი - პირადი წერილები და  ფოტოები - რომელიც ეროვნულ არქივს მისმა მეუღლემ, რუსუდან ბერიძემ გადასცა.

ამიერიდან არქივში იქნება დაცული რეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილის მხატვრული ფილმები - „მიახლოება" და „საფეხური", რეჟისორ ბონდო შოშიტაიშვილის ანიმაციური ფილმები: „ფაკირი", „კაცუნები", „განხეთქილების ვაშლი", „ალიყური".

გარდა ამისა, არქივის ფოტოკოლექცია გამდიდრდა ველომოგზაურ ჯუმბერ ლეჟავას ფოტოარქივით, რომელიც 1993-2002 წლებში 200-ზე მეტ ქვეყანაში მის მოგზაურობას ასახავს. ეროვნული საარქივო ფონდის ნაწილი გახდა ასევე მუსიკოს რუსუდან ხოჯავასა და ისტორიკოს დემურ გურეშიძის პირადი არქივები.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და მათი გაცნობა ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებშია შესაძლებელი.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics