08:26 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 14:22:24, 1459 ნახვა

საზოგადოება
მაჩალიკაშვილი: დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით თალაკვაძე, მდინარაძე და ვოლსკი საშიშროებას ხედავენ, რომ ამ საქმეს გადაყვებიან

„მდინარაძე, თალაკვაძე და ვოლსკი რასაც იძახიან გასაგებია, მათ არ აწყობთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან ამ საქმეს თავად გადაყვებიან“, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაშალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაჩალიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ამ საქმეში ყველა დამოუკიდებელი დეპუტატი, გაერთიანებული ოპოზიცია და ქვეყნის მოსახლეობა მხარს დაუჭერს.

„რასაც მდინარაძე, თალაკვაძე და ვოლსკი იძახის სრულიად გასაგებია, მათ არ უნდათ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. ისინი ხედავენ იმ საშიშროებას, რომ ამ საქმეს გადაყვებიან. გასაგებია რასაც იძახიან, მაგრამ მაგით ხომ არ მთავრდება ქვეყანა და ხელისუფლება? მაგით ხომ არ მთავრდება ქართველი ხალხის ბედი? ვინ ჩემი ფეხები არიან ეს ნაძირლები და გახრწნილი ადამიანები? ისინი იძახიან, რომ არ არის საჭიროება, მაგრამ როგორ არ არის. ყველა იმ დამოუკიდებელი დეპუტატის მხარდაჭერის იმედი მაქვს,  რომლებიც სიაში წავიკითხე. იმ გაერთიანებული ოპოზიციის და პარალელურად მთელი ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი მაქვს. მდინარაძე. თალაკვაძე და ვოლსკი, ეს გაუნათლებელი, დებილი, დეგენერატები რას იძახიან ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსნებეთ, რომ პროკურატურამ პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოკლულის ოჯახის წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics