08:26 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 18:48:43, 1643 ნახვა

საზოგადოება
Liloshop სამზარეულოს ტექნიკის ფართო არჩევანს გთავაზობთ

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც სულ უფრო პოპულარული ხდება ონლაინ ვაჭრობა, რაც რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული, მათ შორის კი უპირველესია გლობალიზაცია, ტექნოლოგიური სფეროს მიღწევები და ცხოვრების რიტმის აჩქარება. ბაზარზე საკმაოდ ბევრი ინტერნეტ მაღაზიაა. ზოგიერთი მათგანი მყარად დგას ფეხზე, ზოგი პირველ ნაბიჯებს ითვლის, ხოლო სხვები კონკურენციის პირობებში უჩინარდება.

ჩვენი ქვეყნის უდიდეს სავაჭრო ცენტრს „ლილო მოლს“, რომლის სახელიც თითქმის ყველამ იცის, აქვს საკუთარი ინტერნეტ მაღაზია Liloshop.ge. იგი უკვე მეორე წელია მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან, ხელმისაწვდომ და მრავალფეროვან პროდუქციას. მოქნილი საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით და გადახდის სასურველი მეთოდის არჩევით მყიდველთა გულებს ადვილად იპყრობს. აქ ყველაფერს იპოვით, მაშინაც კი, როცა არ იცით, ზუსტად რას ეძებთ. ამაში კი ოპერატორთა გუნდი დაგეხმარებათ.

 

რა სახის სამზარეულოს ტექნიკის შეძენა შეგიძლიათ Liloshop-ზე?

 

„ლილოშოპზე“ იმდენი ნივთია, თვალი აგიჭრელდებათ. ქაოსში რომ არ გაეხვეთ, პროდუქცია დალაგებულია კატეგორიებად ფუნქციისა და გამოყენების მიხედვით. ეს მსხვილი კატეგორიები იშლება ქვეკატეგორიებად. სწორედ ერთ, ასეთ მსუყე ქვეკატეგორიაშია განთავსებული სამზარეულოს ტექნიკა - ელექტო მოწყობილობები, რომლებიც ცხოვრებას გიადვილებთ და კერძების მომზადებას საყვარელ საქმეთა რიცხვს მიაკუთვნებს. ამ ქვეკატეგორიას აუცილებლად უნდა ეწვიოთ თუ გსურთ მიქსერის, ბლენდერის, წვენსაწურის, ჩაიდნის, ღუმელის, ტოსტერის, ყავის აპარატის, გრილის, ბლინის საცხობისა და ა.შ. შეძენა.

ელექტრო მოწყობილობები თქვენი სამზარეულოს კარადებში ტაფებთან, ქვაბებთან და სხვა ჭურჭელთან ერთად დაიდებს ბინას და ერთგულად მოგემსახურებათ წლების განმავლობაში. ამის გარანტიას მწარმოებელი ბრენდები უზრუნველყოფენ, რომლებიც მომხმარებელთა გონებაში ხარისხთან და, შესაბამისად, სანდოობასთან ასოცირდება.

სამზარეულოს ტექნიკის სრული სიის სანახავად ეწვიეთ საიტს.

რატომ უნდა შეიძინოთ სამზარეულოს ტექნიკა Liloshop-ზე?

 

რატომ უნდა შეიძინოთ სამზარეულოს ტექნიკა ლილოს ონლაინ მაღაზიაში? ამ კითხვას რამდენიმე პასუხი აქვს. 1. აქ წარმოდგენილი ბრენდების (Aurora, Franko, Philips, Kenwood, Arshia, Royalty Line, Sonifer, Saachi) მრავალფეროვანი პროდუქცია, რაც არჩევანის საშუალებას იძლევა. 2. ხელმისაწვდომი ფასი და განვადების შესაძლებლობა 3. სწრაფი და თქვენზე მორგებული სატრანსპორტო მომსახურება 4. გადახდის სასურველი მეთოდის არჩევა - ნაღდი ანგარიშსწორება, საბანკო გადარიცხვა ან Visa/mastercard-ის ბარათით გადახდა. 4. კორპორაციული შესყიდვა, რაც „ლილოშოპის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საცალო გაყიდვებთან ერთად.

ირჩევთ liloshop-ს, იღებთ სასურველ პროდუქციას მითითებულ მისამართზე ხელმისაწვდომ ფასად და, რაც მთავარია, თავს გრძნობთ ლილოში სახლიდან გაუსვლელად.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics