|
2020-01-28 18:43:03, 1986 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციური სერვისები კავკასიის მედიცინის ცენტრისგან
ევექსის ქსელის უმსხვილესი ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი (CMC) ჯანდაცვის მიმართულებით მუდმივად სიახლეებს ნერგავს და მომხმარებელს ახალ სერვისებს სთავაზობს. სერვისების მრავალფეროვნებით, მულტიპროფილურობით, უნიკალური სამედიცინო აპარატურითა და მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდით CMC რეგიონში ერთ-ერთ წამყვან და მოთხოვნად სამედიცინო ცენტრად ჩამოყალიბდა. დღეს ჰოსპიტალი სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას უცხოელ მოქალაქეებსაც სთავაზობს. კავკასიის მედიცინის ცენტრი რეგიონში სამედიცინო ტურიზმის ჰაბად იქცა. კავკასიის მედიცინის ცენტრის სერვისებიკავკასიის მედიცინის ცენტრის უნიკალური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა სხვადასხვა დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. დასავლური განათლებისა და გამოცდილების სპეციალისტთა გუნდი კი მკურნალობის სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. მულტიპროფილურ ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია სრული სამედიცინო მომსახურება როგორც ამბოლატორიულად, ასევე - სტაციონარულად. კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაუდებელი მედიცინის, პედიატრიის, ტრავმატოლოგიისა და ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტები ფუნქციონირებს. ცენტრში წარმოდგენილი სერვისების სრულად სანახავად ეწვიეთ საიტს: cmchospital.ge გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი უნიკალურია როგორც აპარატურული შესაძლებლობებით, ასევე - მასშტაბით. განყოფილებაში ერთდროულად 25 პაციენტის მოთავსებაა შესაძლებელი. ამ რაოდენობის პაციენტების მიღების საშუალება საქართველოში მხოლოდ კავკასიის მედიცინის ცენტრში არსებობს. გარდა ამისა, განყოფილება ინოვაციურია ინფრასტრუქტურის მხრივაც - აქ ყოველი პაციენტისთვის ცალკე პალატაა გამოყოფილი, რაც კლინიკაში გადაუდებელი შემთხვევით შემოსული პაციენტის სიმშვიდეს და კომფორტს უზრუნველყოფს. ინდივიდუალური საპალატე სისტემა პაციენტთან ოჯახის წევრების ყოფნის შესაძლებლობას ქმნის, რაც ხშირად მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. პედიატრია კავკასიის მედიცინის ცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში გეგმიური ამბულატორიული და გადაუდებელი დახმარება 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ეწევათ. CMC-ში მოქმედებს იმუნაზაციის ცენტრი, სადაც ეროვნული კალენდრის მიხედვით გათვალისწინებული აცრების ჩატარებაა შესაძლებელი. ჰოსპიტალში შექმნილია ბავშვებზე მორგებული თბილი და კომფორტული გარემო, სადაც მკურნალობის გარდა, შესაძლებელია პაციენტთა განვითარებისა და ჯანმრთელობის მეთვალყურეობა. გარდა ამისა, ჰოსპიტალი საგანმანათლებლო მიზნით მუდმივად თანამშრომლობს მშობლებთან, რათა მათ ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესზე სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს. ორთოპედია/ტრავმატოლოგია კავკასიის მედიცინის ცენტრის ორთოპედია/ტრავმატოლოგიის განყოფილება პაციენტებს 24-საათიან მომსახურებას უწევს. აქ შესაძლებელია როგორც სრული დიაგნოსტიკის, ასევე ამბოლატორიული და სტაციონარული მომსახურების მიღება. საოპერაციო ბლოკები აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც შესაძლებლობას ქმნის, ჩატარდეს ურთულესი ოპერაციები. განყოფილებაში ასევე მოქმედებს სპორტული ტრავმის მიმართულება, რომელიც სპორტსმენებს სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. ნეირომეცნიერებათა განყოფილება ნევროლოგია CMC-ის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. განყოფილებაში არსებული უახლესი სამედიცინო აპარატურა და მაღალკვალიფიციური გუნდი ნევროლოგიურ დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობას ქმნის. ნეირომეცნიერებათა განყოფილებაში 24 საათის განმავლობაში საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ტარდება რთული და უნიკალური ოპერაციები, მათ შორის ნეიროონკოლოგიური ოპერაციები. სამედიცინო ტურიზმი სამედიცინო ტურიზმი კავკასიის მედიცინის ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. CMC უცხოელ პაციენტებს სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. ამ დროისათვის ცენტრმა დახმარება გაუწია 17 500-ზე მეტ უცხოელს. არსებული მასშტაბის გათვალისწინებით, კავკასიის მედიცინის ცენტრი სამედიცინო ტურიზმის ჰაბია რეგიონში. კავკასიის მედიცინის ცენტრი უცხოელ პაციენტებს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. შეთავაზების პაკეტი მოიცავს საერთაშორისო რეზიდენტების სამედიცინო კონსიერჟს - მგზავრობის დაგეგმვას, დახმარებას საორგანიზაციო საკითხეში, აეროპორტში დახვედრას, სასტუმროში განთავსებას და თარჯიმნის მომსახურებას. CMC უცხოელ პაციენტებს საერთაშორისო დონის ჯანდაცვას კომფორტული, მათზე მორგებული პირობებით მისაღებ ფასად სთავაზობს. რატომ კავკასიის მედიცინის ცენტრი? კავკასიის მედიცინის ცენტრი სერვისების მრავალფეროვნებით გამოირჩევ. პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი განყოფილებები, სადაც სამედიცინო მომსახურების მიღება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი სამკურნალო გეგმის შემუშავებისას უახლეს სამედიცინო კვლევებსა და მტკიცებით მედიცინას ეყრდნობა. ეს ყველაფერი კი პაციენტისთვის სანდო, კომფორტულ, პროფესიონალურ გარემოს ქმნის. თუ ეძებთ ჯანმრთელობას - იპოვით აქ!
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)