2020-01-28 13:42:16, 1817 ნახვა
საზოგადოება
29-30 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,