ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
თერჯოლის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტომანქანა სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეს შეეჯახა. მას პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდა.