თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, ოპტიმიზაციის შედეგად მობილიზებული თანხები, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ამასთან, როგორც იზორიამ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა.