|
2017-04-11 11:53:31, 1965 ნახვა
კომენტარი სამხედრო
იზორია: აშშს-ს ახალი ადმინისტრაცია ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან ითხოვს, რომ მათი თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 2% იყოს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, უწყებაში განხორციელებულ ოპტიმიზაციასა და რეორგანიზაციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. იზორიამ დეტალურად განმარტა ის მიზეზები, რის გამოც, ოპტიმიზაციის ფარგლებში, მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწიათ. მინისტრი ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობდა: „ყველაზე მტკივნეული საკითხი პირველ რიგში ჩვენთვის გახლდათ ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის თემა, რამაც გამოიწვია გარკვეული პერსონალის კადრების განკარგულებაში გადაყვანა, თუმცა მე ყოველთვის ვამბობ და დღესაც გავიმეორებ, რომ პოლიტიკაში მნიშვნელოვანია პრიორიტეტების განსაზღვრა, და პრიორიტეტების განსაზღვრისას, ვმოქმედებდით ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, იმ პრინციპული სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნატო-ს მიერ იქნა განსაზღვრული, და არა მხოლოდ საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას, მოუწია ამ რეფორმების გატარება, მათ შორის მტკივნეული რეფორმების, არამედ ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც. ამაზე დღესაც მიდის მსჯელობები. თქვენ იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია მოთხოვნის ფორმით ესაუბრება ნატო-ს წევრ ქვეყნებს, რომ მათი თავდაცვის ბიუჯეტი იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, ასე რომ, ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს ეს სტანდარტი უზრუნველყოფილი, მაგრამ უშუალოდ თავდაცვის ბიუჯეტში პროპორციულად არ იყო განაწილებული თანხები და ეს იყო პრობლემა. კერძოდ, 70%-მდე იყო სახელფასო უზრუნველყოფაში და სოციალური დახმარებებისთვის მიმართული, ხოლო აღჭურვილობისთვის 2%-იც კი არ იყო. რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო ეს გადაწყვეტილებები, მე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, გადაგვედგა პრინციპული ნაბიჯები. თუ ქვეყანა არ იქნა დაცული, სუვერენიტეტი არ იქნა უზრუნველყოფილი, განვითარების შანსი არ გავქვს, ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი ზედმეტია“,-განაცხადა ლევან იზორიამ.
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)