|
2017-04-07 14:14:23, 739 ნახვა
სამხედრო
მაიორმა ბესო ღუდუშაურმა პედაგოგებთან ნატო-საქართველოს პარტნიორობასა და ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა
ნატოს დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში პედაგოგებისთვის ორდღიანი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მასწავლებლებს ლექცია საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, მაიორმა ბესო ღუდუშაურმა წაუკითხა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობასა და ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. მან გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზეც გაამახვილა ყურადღება და მასწავლებლებს საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი მშვიდობისმყოფელების ჩართულობის მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდა. მაიორი ბესო ღუდუშაური საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში 2002 წლიდან მსახურობს, იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში, სადაც ფეხში კასეტური ჭურვის კორპუსის მოხვედრის შემდეგ ქვედა კიდური დაკარგა. მონაწილეობდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც. პროექტი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ მეოთხე წელია ხორციელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პედაგოგებისთვის ორდღიან სემინართა ციკლს მოიცავს. პროექტს 500-მდე ბენეფიციარი ჰყავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)