ნიცაში მომხდარი ტერაქტის დროს დაშავებული 50 ადამიანის მდგომარეობა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
სოციალურ ქსელში ნიცაში, თავდამსხმელის ლიკვიდაციის ამსახველი კადრები გავრცელდა.
ნიცას აეროპორტში ცოტა ხნის წინ გამოცხადებული განგაში გაუქმდა, - ამის შესახებ Mirror-ი იუწყება.
საფრანგეთის პოლიციამ თავდამსხმელთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
საფრანგეთის ქალაქ ნიცას აეროპორტიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Mirror-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.
ნიცაში მომხდარი თავდასხმა "ისლამური სახელმწიფოს" დღის წესრიგში არ იდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაჯგუფებასთან დაახლოებული სააგენტო Amaq-ი ავრცელებს.
თავდამსხმელი, რომელიც ნიცაში სატვირთო მანქანას მართავდა, მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელია, - ამის შესახებ Nice Matin იუწყება.
ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად, 10 ბავშვი დაიღუპა.
გერმანია ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი გერმანიის ფედერალურ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
საფრანგეთში ქალაქ ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, - ამის შესახებ ფრანგული მედია პრემიერ-მინისტრზე მანუელ ვალსზე დაყრდნობით იუწყება.
ნიცაში განხორციელებული თავდასხმა უდანაშაულო ადამიანებისა და იმ ძირითადი ღირებულებების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებსაც ნატო ატარებს, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებაშია ნათქვამი.
ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში 54 ბავშვია გადაყვანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას Nice-Matin-ი საავადმყოფოს ამდინიტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პენტაგონის განცხადებით, თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ განხორციელებული დიდი დარტყმაა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ კუკმა განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ოლანდმა სპეციალურ ტელემიმართვაში განაცხადა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More