20:13 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 12:07:39, 3104 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის აღსრულებას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ დონალდ ტრამის საიმიგრაციო პოლიტიკას მხარი დაუჭირა და სააპელაციო სასამართლოს მოუწოდა მისი მოქმედება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აღადგინოს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 15-გვერდიან რეზიუმეში, სადაც სამინისტროს პოზიციაა აღნიშნული, ნათქვამია, რომ პრეზიდენტის განკარგულება აბსოლუტურად კანონიერია. 

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ვაშინგტონის სასამართლომ "შეცდომა დაუშვა, როცა განკარგულების მოქმედება აკრძალა".

სამინისტროს არგუმენტების მიხედვით:

 1. პრეზიდენტი უფლებამოსილია მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს და ვალდებულია იზრუნოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

2. გადაწყვეტილება "ნეიტრალურია რელიგიასთან მიმართებაში".

3. აშშ-ის საზღვრებს გარეთ მყოფ უცხოელებს არ აქვთ უფლება არ დაემორჩილონ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს.  

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შვიდი მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა 90 დღის განმავლობაში აეკრძალათ. ამ განკარგულებამ აეროპორტებში ქაოსი გამოიწვია, ვინაიდან ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამასთან, განკარგულების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა სირიელ ლტოლვილებს გაურკვეველი ვადით აეკრძალათ. აღნიშნულ განკარგულებას, დონალდ ტრამპმა ხელი 28 იანვარს მოეწერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ, ვიზა 60 000-მდე პირს გაუუქმდა. ტრამპის გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics