20:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 11:55:30, 2517 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ISIS-სთან კავშირში ეჭვმიტანილი 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთში, ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 763-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სტამბოლში, ანკარაში, გაზიანტეპსა და იზმირში მიმდინარეობდა. ანკარაში, სპეცოპერაციის შედეგად 60 ადამიანი დააკავეს, მათი უმრავლესობა უცხოელია.

ამასთან, ყველაზე მასშტაბური რეიდი შანლიურფას პროვინციაში განხორციელდა, სადაც 100-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავეს.

2016 წელს თურქეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რომლის ორგანიზებაში, ადგილობრივი ხელისუფლება ქურთ სეპარატისტებსა და ჯიჰადისტებს ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს, "ისლამური სახელმწიფო" ღამის კლუბ "რეინას" დაესხა თავს, რის შედეგადაც 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ცნობისთვის, თავდასხმიდან 2 კვირაში სამართალდამცველებმა უზბეკეთის მოქალაქე აბდულკადირ მაშარიპოვი დააკავეს, რომელის კლუბზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics