დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობას ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურის დასაწყებად პარლამენტის თანხმობა სჭირდება, - ამის შესახებ Independent -ი იუწყება.
ამერიკულ ტელეარხ NBC-ის ხელმძღვანელობამ საღამოს შოუ Saturday Night Live Cathy Rich-ის ავტორსა და სცენარისტს მუშაობის უფლება განუსაზღვრელი ვადით, მას შემდეგ შეუჩერა, რაც მან დონალდ ტრამპის ვაჟის, ბარონის შესახებ Twitter-ზე პოსტი დაწერა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
აშშ-ის სენატმა კანზასის შტატის კონგრესმენი, მაიკ პომპეო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაამტკიცა, - ამის შესახებ Reuters უწყება.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტრანსატლანტიკური პარტნიორობიდან აშშ-ის ოფიციალურად გასვლას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის სენატმა ExxonMobil-ის ყოფილ ხელმძღვანელს რექსს ტილერსონს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშნვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი" კანდიდატის ფრანსუა ფიიონის განცხადებით, საქარველოსა და უკრაინისთვის ნატოში და ევროკავშირში ადგილი არ არის, - ამის შესახებ Le Monde იუწყება.
ამერიკელ უფლებადამცველთა ლიბერალური ჯგუფები Citizens for Responsibility და Ethics in Washington (CREW) ამერიკის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კორუფციაში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ, - ამის შესახებ Chicago Tribune იუწყება.
ჯორჯიას და მისისიპის შტატებში ქარიშხალის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, ათაობით ადამიანი კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის, ლარი კინგის განცხადებით, ვაშინგტონში მომიტინგეებმა, რომლებიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციას აპროტესტებენ, მის ავტომობილს მინები ჩაუმსხვრიეს, - ამის შესახებ ლარი კინგი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
რომის პაპი ფრანცისკე აშშ-ის ახალ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ეთიკური ღირებულებებით იხელმძღვანელოს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს ხალხზე იზრუნოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Radiovaticana ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის ლიდერის რანგში პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, - ამის შესახებ BBC იუწყება.
თურქეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც ქვეყანა მართვის საპარლამენტო მოდელიდან საპრეზიდენტოზე გადავიდა და რომლითაც მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელისუფლების შენარჩუნება 2029 წლამდე შეეძლება.
ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ტერეზა მეი აშშ–ის ახალ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში მომავალ კვირას ჩავა.
ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, თეთრი სახლის ვებგვერდიდან - whitehouse.gov ლგბტ თემის უფლებების შესახებ ინფორმაცია წაიშალა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Daily Beast ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გახდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More