ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 2 მოზარდს ხელები მოაჭრეს, - ამის შესახებ Iraqi News იუწყება.
სიეტლის ფედერალურმა სასამართლომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების მოქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი გახდა.
საერთაშორისო სოციოლოგიური ცენტრის Ipsos-ისა და საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 49% პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებას აშშ-ში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე მხარს უჭერს.
CNN -ის მაყურებლები პირდაპირ ეთერში თეთრი სახლის წარმომადგენლებს ვეღარ იხილავენ. ტრამპის ადმინისტრაციამ ტელეკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა, - ამის შესახებ მედია საშუალება თეთრი სახლის პრესმდივანზე, შონ სპაისერზე დაყრდნობიტ იუწყება.
სტამბოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა და თვითმკვლელობით იმუქრება,- ამის შესახებ Daily Mail-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
გერმანიის კანცლერობის კანდიდატი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, მარტინ შულცი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებს და მას „არაამერიკულს“ უწოდებს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
ევროპარლამენტი „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერსა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ მარინ ლე პენს ევროპული ფონდებიდან თანხების გაფლანგვაში სდებს ბრალს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
გერმანელმა სამართალდამცველებმა ბერლინში „ისლამურ სახელმწიფოსთან’“ კავშირში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
„გაზპრომი“ ლატვიური გაზის ტრანსპორტირებისა და გაზსაცავის ოპერატორი კომპანიის Conexus Baltic მეწილე გახდა.
კომპანია Starbucks-ი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საიმიგრაციო ბანს პასუხობს და ახალ დაპირებას გასცემს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
კანადაში ქალაქ კვებეკის მეჩეთში სროლა იყო, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირველი ოფიციალური სატელეფონო საუბარი შედგება, - ამის შესახებ BBC ოფიციალურ მოსკოვზე დაყრდნობით იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More