2017-09-06 05:34:52, 2330 ნახვა
მსოფლიო
პარიზში, სენატორი ჟან-ვინსენტ პლასე გაძარცვეს
პარიზში, საფრანგეთის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ამჟამინდელი სენატორი ჟან-ვინსენტ პლასე გაძარცვეს, - ამის შესახებ Le Parisien იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მძარცველები პლასეს თავს კაფის ტერასაზე დაესხნენ. ინციდენტი ღამის 02:00 საათზე მოხდა.
როგორც სენატორმა აღნიშნა, მას 3 უცნობი პირი თავს დაესხა და 7 ათასი ევრო, მობილური ტელეფონი და საკრედიტო ბარათი წაართვეს.
მედიის ცნობით, ჟან-ვინსენტ პლასეზე ძალაც გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმის შემდეგ, სენატორმა პოლიტიკური კარიერის დასრულების სურვილი გამოთქვა.
ავტორი: ,