15:54 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 07:06:15, 2234 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი ქვეყნებს ჩრდილოეთ კორეაზე ეკონომიკური ზეწოლისკენ მოუწოდებს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქვეყნებს მოუწოდა ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლა გააგრძელონ, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

ამასთან, ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალური ფხენიანის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაფართოვდეს.

"გაეროში ჩრდილოეთ კორეაზე სანქციები უკვე შეთანხმებულია და მნიშვნელოვანია, რომ მათი იმპლემენტაცია მოხდეს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ფხენიანის წინააღმდეგ სანქციათა გაფართოების წინადადებით დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ტალინში ევროკავშირის საგარეო უწყებათა წარმომადგენლებს შეხვედრაზე მიმართა.

მედია საშუალების ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების მიღებას უჭერენ მხარს, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ფხენიანის წინააღმდეგ სანქციებს აზრი არ აქვს.

მედიის ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ბომბის გამოცდის გამო საგანგებო სხდომა გამართა. დაგეგმილია კიდევ ერთი სპეციალური რეზოლუციის პროექტის მიღებაც.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics