თურქეთის ელჩი: საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ძალიან ამბიციურ პროექტებს გეგმავს
„საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის კვალიფიციური ხელმძღვანელობით, ძალიან ამბიციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე გეგმავს, რომლებიც შემდეგ 4 წელიწადში განხორციელდება; ჩვენ არა მხოლოდ დიდად ვაფასებთ ამას, არამედ მზად ვართ, ყოველმხრივ მხარდაჭერა გაგიწიოთ ამ წამოწყებებში, როგორც სახელისუფლებლო, ისე კორპორატიულ დონეზე“, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ ქვესადგური „მარნეული 500“-ის მშენებლობის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.