|
2016-12-26 12:14:47, 1616 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დარჩიაშვილი: იმის თქმა, რომ 2016 წლის არჩევნებზე მასობრივი გაყალბება იყო, არის ბლეფი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრ დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ის 8 წელია პარტიის ორომტრიალშია, იცავს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეობს, სანაცვლოდ კი მოღალატის იარლიყს იღებს, - ამის შესახებ დავით დარჩიაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. "მე აღარ მინდა დივიდენდები, რომლებიც სიტყვიერ თუ ფიზიკურ ძალადობასთან არის წილნაყარი. 8 წელია, “ ნაციონალური მოძრაობის” ორომტრიალში ვარ, ვიცავ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მიშასგან ვიღებ მოღალატის იარლიყს (ის, რომ მიშას ეს სიტყვა არ უთქვამს, როგორც ბაქრაძის ინტერვიუს შემდეგ ახსნა, თვალთმაქცობაა: მას უხარია, მისი "ხუნვეიბინები" რომ ილანძღებიან ჩვენი მისამართით, ახალისებს ამას და თავად ყოფილ თანამებრძოლებს გვეძახის). ეს ჩემთვის აღარაა პოლიტიკა, ამას სულ სხვა სახელი ქვია", - წერს დარჩიაშვილი. მისივე თქმით, იმის თქმა, რომ 2016 წლის არჩევნებზე მასობრივი გაყალბება იყო, არის ბლეფი. „იყო მოსყიდვა, დაშინება - მათ შორის იმით, რომ "აი, მოვლენ და მერე ნახეთ". იყო გაყალბების ცალკეული შემთვევები, მაგრამ ეს არ არის მასობრივი გაყალბება, ამას არც საერთაშორისო თანამეგობრობა იღებს გაყალბებად. ამას ვერც ქუჩაში დგომით უშველი. ტყუილებით პოლიტიკის კეთება კი მე არ მინდა“,-წერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, რადიკალური, ყველასთან შეურიგებელი „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო ბიძინა ივანიშვილის აწყობს, რადგან ასეთი ოპონენტი საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ყოველთვის საფრთხობელად დარჩება. „რასაც მაბრალებენ, თითქოს ბიძინასთან შეკვრას ვქადაგებ და მისი დანაშაულებების დავიწყებას. (ერთ-ერთმა - საბანკო ანგარიშები შევუმოწმოთო. ნეტა, შეამოწმონ) ესაა მტკნარი სიცრუე, რომელსაც ან უბირი ადამიანები ავრცელებენ, რადგან წაკითხულიდან შინაარსი თავისი უბირობის მიხედვით გამოაქვთ, ან შეგნებულად აკეთებენ, რომ მეტი ქაოსი და სიძულვილი თესონ. ჩემი ღრმა რწმენით - რადიკალური, ყველასთან შეურიგებელი ნაციონალური მოძრაობა მარტო ბიძინას აწყობს, რადგან ასეთი ოპონენტი ყოველთვის დარჩება საზოგადოების დიდი ნაწილისათვის საფრთხობელად. ხოდა ამის შეცვლა მინდა, ამით მინდა ბიძინას ხელში არსებული კოზირის გაჭრა. ამით მინდა, რომ ვაიძულო, შეეშვას დევნას, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, დაეხსნას მედიას, მოუსმინოს და დაუჯეროს ჩვენების ეკონომიკურ ხედვებს. მხოლოდ ამის მერე გახდება შესაძლებელი, არ იყოს რუსული აგენტურა ჩვენს სპეცსამსახურებში. არ გგონიათ, რომ ვინც ზომიერების მომხრენი ვართ და არა პიროვნულად ბიძინას, არამედ კრიტიკული აზროვნების უნარის მქონე მის გუშინდელ მომხრეს, შუაშისტს, თუ რა ვიცი კიდევ ვის უწვდით ხელს, სწორედ ისინი ამოგვიჩემეს რუსეთის აგენტებმა, თუ სასარგებლო იდიოტებმა თავის სამიზნეებად? ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ ასე მგონია. ხოდა, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. თუ მიშამ ჩათვალა, რომ მისი ძველი თანამებრძოლები მოღალატეები გამხდარან, ახლა იმათ უნდა დაეყრდნოს, ვინც უკეთეს ოდას მიუძღვნის, მე ვერ გადავარწმუნებ. და თუ მგონია, რომ მისი არჩეული გზა არასწორია, მინიმუმ, ბიძინას ძვრას ვერ უზამს, მაქსიმუმ კი ქვეყანას ქაოსისაკენ წაიყვანს, ამის თქმის ვალდებულებას არ ვუღალატებ. ღალატი ისაა, რაც მართალი გგონია, ის არ თქვა“, - წერს დავით დარჩიაშვილი.
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)