„ერთადერთი მესიჯი, რომელიც თქვენ ლართან დაკავშირებით გაქვთ არის ის რაც წეღან გაახმოვანა თქვენმა პირველმა მოადგილემ „არ დაუჯეროთ“, კი ბატონო თქვენ ნუ დაიჯერებთ, მაგრამ ჩვენ გვჯერა და ვხედავთ, რომ ქვეყანა შედის ძალიან ღრმა კრიზისში, საიდანაც გამოყვანა თქვენი მთავრობის პირობებში უბრალოდ შეუძლებელი იქნება“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე პარლამენტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებას.