|
2016-12-24 15:50:39, 2190 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვახტანგ ხმალაძე: ძალიან მინდა, რომ საკონსტიტუციო კომისიამ კარგი შედეგი დადოს
„ძალიან მინდა, რომ ამ კომისიამ კარგი შედეგი დადოს“, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, კომისიის არაპოლიტიკური ნაწილი, წევრობის პირობებს აკმაყოფილებს, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ხმალაძე განმარტავს, რომ მათ ნაწილს არ იცნობს. „ახლო მომავალში გამოჩნდება რა იქნება. კომისიის შემადგენლობის არაპოლიტიკურ ნაწილზე შემიძლია ვთქვა, რომ იმ პირობებს, რაც მოეთხოვებათ კომისიის წევრებს, აკმაყოფილებენ. ისინი არიან დიდი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონენი, პოლიტიკური ნაწილის შეფასება კი გამიჭირდება, რადგან ნაწილს არ ვიცნობ, ვინ არის და ძალიან ბევრი რამ ამ პოლიტიკურ ნაწილზე იქნება დამოკიდებული, რადგან ძირითადი ნაწილი მმართველი მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან“, - განაცხადა ხმალაძემ. ცნობისთვის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)