|
2016-12-27 12:19:44, 1861 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგო რატიანი: ეს არის ნაბიჯი პარტიის დაშლისკენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი სამწუხაროს უწოდებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს 27 წევრის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან ის 7 000 დელეგატიანი ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოების გაჭიანურებას ემსახურება. რატიანის შეფასებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ მისვლა ნიშნავს იმას, რომ ამის შემდეგ პროცესებს თვითგამოცხადებული ექვსეული მართავს. რატიანის თქმით, პოლიტსაბჭოს წევრების ეს განცხადება პარტიის დაშლისკენ გადადგმული ნაბიჯია: „ძალზე სამწუხაროა ეს განცხადება, რადგან ამ ყრილობის ჩატარება არის წესების გარეშე ჩატარება. გარდა ამისა, პოლიტსაბჭოზე არ მოსვლა, არის იმისი დეკლარაცია, რომ თვითგამოცხადებული ექვსეული მართავს ამის შემდეგ ფაქტობრივად პროცესს და რეალურად ეს არის ნაბიჯი პარტიის დაშლისკენ. როდესაც ჩნდება პარალელური სტრუქტურა, რომელიც ფაქტობრივად ითავსებს პოლიტიკური საბჭოს ფუნქციებს, ეს ნიშნავს, რომ არის განცხადება, რომ პარტია დაშლისკენ მიყავთ. ეს არის დაშლა და ფაქტობრივად პარალელური სტრუქტურის გაკეთება. გარდა ამისა, ეს საფრთხეს უქმნის იმ ყრილობას, რომელსაც ასე მოწადინებით გეგმავენ. 7 000 იანი ყრილობა იქნება წესების გარეშე ჩატარებული, რომელსაც ფაქტობრივად მართავს და აკეთებს არაუფლებამოსილი ორგანო, რაც საფრთხეს უქმნის ამ ყრილობის სამართლებრივ მხარეს და ლეგიტიმაციას“,-განუცხადა სერგო რატიანმა „ექსპრესნიუსს“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილის განცხადება
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)