14:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 11:49:55, 1364 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: განათლების სისტემის მნიშვნელოვანი განვითარების გარეშე ქვეყანაში პროგრესი არ გვექნება

„განათლების სისტემის მნიშვნელოვანი განვითარების გარეშე ქვეყანაში პროგრესი არ გვექნება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმ პრობლემების 100%-ით გადაჭრა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, სწორედ განათლების სისტემაშია.

„სწორედ ამიტომ, ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის პრიორიტეტად დასახელებულია განათლების სისტემის განვითარება და რეფორმა. განათლების სისტემა უნდა იყოს დაფუძნებული პროგრესზე და სწრაფ განვითარებაზე, თავისუფალი და ბედნიერი მოქალაქის მიზანზე. განათლებაზე მნიშვნელოვანი ჩვენ დღეს არაფერი არ გვაქვს. განათლების სისტემა, რომელსაც შევქმნით, დაფუძნებული იქნება უახლოეს ტექნოლოგიებზე. საქართველოს რეგიონებში მაღალი ხარისხის განათლების წვდომაზე, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლის განვითარებაზე და რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველო გახდება მეცნიერების, კვლევის და განათლების რეგიონული ჰაბი.

ამასთან, პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო პროექტზე ისაუბრა და აღნიშნულ პროექტს რევოლუციური უწოდა.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება პროფესიული განათლების მიმართ, ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო დუალური განათლების მოდელი ავირჩიეთ. საქართველოში უმაღლესი განათლება იქნება ორიენტირებული სწრაფი განვითარების მოთხოვნებზე და  ჩვენ  ამის ყველანაირი პოტენციალი გაგვაჩნია. ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო პროექტი, რომელიც თვისობრივად შეცვლის ქვეყანაში განათლების შესაძლებლობებს მართლაც და რევოლუციური გარღვევა იქნება ამ  მიმართულებით.  ვფიქრობთ, რომ საუკეთესო პედაგოგიური პოტენციალი გაგვაჩნია. საქართველოში ბევრი ტალანტის შემოდინება იქნება აუცილებელი, ამ რეფორმის შედეგად საფუძველს ვუყრით ძალიან მნიშვნელოვან, პოზიტიურ ცვლილებებს ქვეყანაში და ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვან ვლილებებს მოიტანს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics