|
2017-02-13 17:06:49, 2176 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ზურაბიშვილი: ბევრ ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი პროგრესულად აღარ ითვლება
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის კონსტიტუციიდან ამოღების თაობაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს. მისივე თქმით, ბევრ ქვეყანაში, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი პროგრესულ ინსტიტუტად აღარ ითვლება. „ჩვენთან ეს სისტემა რამდენიმე წელია ინერგება და ძვირადღირებული ფუფუნებაა. რამდენად აუცილებელია მისი გაზრდა, როდესაც სხვა ქვეყნებში აღარ არის მიჩნეული თანამედროვე სასამართლოს ყველაზე მაღალ ფორმად, ამაზე იყო საუბარი. არაფერია გადაწყვეტილი. ეს ინსტიტუტი საქართველოში შემოიღეს პოლიტიკური კუთხით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ტიპის სასამართლო იყოს დღეს უფრო დამოუკიდებელი და ნდობით აღჭურვილი, ვიდრე პროფესიონალი მოსამართლეები“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი არ ფიქრობს, რომ ეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმების წინაპირობა იყოს. „ალბათ, რაღაც დონეზე იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო კომისიაზე გაჩნდა ინიციატივა, რომ კონსტიტუციიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოღება მოხდეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)