14:35 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
დეკანოზის ადვოკატი: მაინც და მაინც მკვდარი უნდა იყოს ადამიანი რომ არ დაიკითხოს?!

მაინც და მაინც მკვდარი უნდა იყოს ადამიანი რომ არ დაიკითხოს?! , - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს, მამა გიორგის დაკითხვის ჩაშლის შემდეგ განუცხადა.

სოზარ სუბარი: რეფორმის ერთადერთი მიზანია, დახმარება იმ დევნილებზე იყოს ორიენტირებული, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ

დიდი ხანია, დევნილთა დახმარების რეფორმა დღის წესრიგში დგას .  ამ რეფორმას აქვს ერთადერთი მიზანი,  რომ დევნილთა დახმარებები იყოს უფრო მიზანმიმართული და ორიენტირებული იმ ადამიანებზე,  ვისაც რეალურად უჭირთ  და ვისაც ყველაზე მეტად  სჭირდებათ დახმარება და  ამას არანაირი კავშირი არ აქვს დევნილის სტატუსთან, - ამის შესახებ  დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მეუფე პეტრე გამორიცხავს, რომ დეკანოზ მამალაძეს ჩვენებაში მისი გვარი დაესახელებინა

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე გამორიცხავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალძეს საკუთარ ჩვენებაში მისი სახელი და გვარი დაესახელებინა.

მეუფე პეტრე ცაავა პროკურატურას უნდობლობას უცხადებს

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, ის მთავარ პროკურატურას არ ენდობა, - ასე უპასუხა მიტროპოლიტმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ითხოვდა ის სასამართლო წესით დაკითხვას. 

მეუფე პეტრე - დღეს გამოჩნდება, რამდენად მართავენ პროკურატურას, საპატრიარქოს პრორუსი მფარველები

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ინფორმაციით, რაც მან საჯარო განცხადებების გაკეთება დაიწყო, პროკურატურას მის მიმართ შეკითხვები გაუჩნდა.

ნინო ჯავახაძე: იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა, რაც ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

„2017 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ  5.2 %, შეადგინა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრეზიდენტი უვიზო მიმოსვლაზე: ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არა საბოლოო შედეგი ევროპასთან დაახლოების გზაზე

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წარმატებას დამსახურებულად მიაღწია, რაშიც წვლილი სხვადასხვა დროს მთავრობის წევრებმა შეიტანეს.  

მეუფე პეტრე: ჩემს მიერ გაკეთებული მინიშნებებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ შეკითხვები გაუჩნდათ

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებას ლოგიკურად მიიჩნევს.

 

ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრეს დაკითხვაზე: დეკანოზის დაკითხვის შემდეგ შესაძლოა, გამოძიებას კონკრეტულ პირებთან კითხვები გაუჩნდა

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, შესაძლოა გამოძიებას, მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის შემდეგ, კონკრეტულ პირებთან კითხვები გაუჩნდა, - ასე უპასუხა იურისტმა ჟურნალისტის კითხვას მეუფე პეტრეს დაკითხვაზე დაბარების თაობაზე. 

კობახიძე: მმართველ გუნდს აქვს რესურსი, კანონი ერთპიროვნულად მიიღოს, თუმცა მსჯელობისთვის ყველა საკითხი ღიაა

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მეორე ეტაპის შეხვედრა გაიმართა. სხდომის დასაწყისში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამუშაო რეჟიმის რეგლამენტი განმარტა და იმ პროცედურებზე ისაუბრა, რომელიც მეორე ეტაპის სამუშაოებს შეეხება.

 

პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარსადგენად შესაძლოა მთავრობასთან შეთანხმება მოუწიოს

პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება შესაძლოა კონტრასიგნაციას დაექვემდებაროს. 

დეკანოზ მამალაძის ადვოკატი: შეიძლება ბევრი რამე დასახელდეს და ბევრ რამეს აეხადოს ფარდა

„მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა, ალბათ, რამდენიმე დღე გაგრძელდება, აქედან გამომდინარე შეიძლება ბევრი რაღაც დასახელდეს და ბევრ რამეს აეხადოს ფარდა“,-ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ეკა ბესელია: უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით კანონი გადახედვას საჭიროებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან  დაკავშირებით კანონი გადახედვას საჭიროებს.

 

ირაკლი აბესაძე: პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა იგეგმება

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს’’ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა იგეგმება.

 

ვახუშტი მენაბდე მიწის რეგულაციებზე მოქალაქეობის მიხედვით შეზღუდვების დაწესების მომხრე არ არის

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიწის რეგულაციებზე მოქალაქეობის მიხედვით შეზღუდვების დაწესების მომხრე არ არის.

 

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი: ბრალდებულისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა

„კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩნდა, როდესაც ბრალდებულისგან ინფორმაცია მოვისმინეთ. ბუნებრივია დაისმება შეკითხვები და ბრალდებულს მოუწევს ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი“, - ამის შესახებ #9-ე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics