ბესელია პრეზიდენტს: როცა უმრავლესობას აღიქვამთ უკვე სერიოზულ პრობლემად, აქ დიალოგის სივრცეს ნაკლებად ტოვებთ
„მოგმართავთ ბატონო პრეზიდენტო, არა ჩაკეტილი, არამედ გახსნილი, არა დიალოგზე უარის მთქმელი, არამედ დიალოგისა და მეტი დემოკრატიის, მეტი წინსვლის, მეტი პროგრესის, მეტი რეფორმებისთვის მზაობის მქონე კოლეგების და კომიტეტის სახელითაც“,-ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელია დებატების ფორმატში საქართველოს პრეზიდენტს.