|
2017-04-18 15:21:17, 2074 ნახვა
კომენტარი
ვახუშტი მენაბდე: ჩემთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვების თაობაზე კონსულტაციები არ გამართულა
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, მასთან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვების თაობაზე, კონსულტაციები ამ დრომდე არ გამართულა. "კომისიის მუშაობის ერთი ფორმა ვიცით, რაც არის კენჭისყრა. ვინც კონკრეტულ საკითხებს ეთანხმება, მას კენჭისყრაზე მხარს დაუჭერს, ვინც არ ეთანხმება, მის წინააღმდეგ მისცემს ხმას. პასუხისმგებლობის აღება, ან არ აღება სწორედ ამ ფორმით განისაზღვრება",-აღნიშნა მენაბდემ. მისივე თქმით, არის საკითხები, რომლებსაც პრინციპულად არ ეთანხმება: "მათ შორის ყველაზე პრინციპული საკითხი საარჩევნო სისტემაა. თუ ეს საარჩევნო სისტემა არ შეიცვალა, კონსტიტუციის მოდელი ძალიან ხარვეზიანი იქნება. ამიტომ, ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ და მათ შორის კენჭისყრამდე და კენჭისყრის პერიოდშიც, რომ რეალობა შეიცვალოს და უფრო მეტად პროპორციული სისტემა მივიღოთ, ვიდრე ეს დღეს შემოთავაზებული ცვლილებების პაკეტითაა. თუ ეს ნაწილი არ შეიცვლება, საარჩევნო სისტემის მხარდაჭერას არ ვაპირებ",-განმარტა მენაბდემ. ცნობისთვის, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფები დღეს ბოლო სხდომას მართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)