"ვცვლით არა ერთ სისტემას უკეთესით, არამედ შემოგვაქვს კარგი, ოპტიმალური სისტემა. როცა საქმე ამას ეხება, კომპრომისზე საუბარი ზედმეტია - კომპრომისზე ჩვენი ქვეყნის წინაშე ვერ წავალთ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.