|
2017-05-06 12:53:58, 2127 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე: პროკურატურა დეკანოზ მამალაძეს გარკვეული პირობით გათავისუფლებას ჰპირდებოდა
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძემ მას ციხიდან მისწერა, რომ პროკურატურა გარკვეული პირობით გათავისუფლებას ჰპირდებოდა. მეუფე პეტრეს თქმით, ამის სანაცვლოდ კი, ბრალდებულ დეკანოზს მკვლელობის მონაწილეებად პატრიარქის ძმის შვილი მეუფე დიმიტრი და უწმინდესის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დანაშაულის მონაწილეებად უნდა დაესახელებინა. "წერილი, რომელიც მამაომ სინოდში წასაკითხათ გამოგზავნა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რომ წმინდა ინოდმა არ ისურვა ამ წერილის მოსმენა და არც მისი შინაარსისა, ამ წერილში წერია, რომ მასზე ირიბათ თუ პირდაპირ იყო მოთხოვნა, რომ მას დაესახელებინა დაცვის უფროსი და პატრიარქის ძმიშვილი, თითქოს ისინი იყვნენ თანამონაწილეები და მას ჰპირდებოდნენ განრიდებას", - აღნიშნა პეტრე ცაავამ. ეს განცხადება მეუფემ გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა და განმარტა, რომ წერილი, რომელიც ციხიდან მიიღო, სინოდისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა წმინდა სინოდმა მის მოსმენაზე უარი თქვა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)