კალაძე: საქართველოსთვის ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს
საქართველოსთვის ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას სამომავლო განვითარების თვალსაზრისით, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს,- ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეებისთვის და მათი მოადგილეებისთვის სემინარი - ,,ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი” მიმდინარეობს.