14:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 18:49:01, 2322 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
გამრეკელაშვილი: მეუფე დიმიტრი, საქართველოს ეკლესიის შიგნით ყველაზე მაფიოზური პიროვნებაა

„მამა გიორგი მამალაძე არაა ანგელოზი, უფრო მეტიც, ის მართლაც იყო მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის ხელქვეითი, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის შიგნით ყველაზე, მაფიოზური პიროვნებაა“, - ამის შესახებ თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

ამასთან, როგორც თეოლოგმა აღნიშნა,  მეუფე დიმიტრი პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს მფარველობს.

"მამა გიორგი მამალაძე არაა ანგელოზი, უფრო მეტიც, ის მართლაც იყო ხელქვეითი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილისა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შიგნით ყველაზე, მაფიოზური პიროვნებაა. სოსო ოხანაშვილი არის მეუფე დიმიტრის სიძე, მისი თვალი და ყური, მარჯვენა ხელი. ბუნებრივია, როდესაც ის მოქმედებდა, მეუფე დიმიტრის ინტერესებსაც ატარებდა. სიმამრი კი, ცდილობს დაიცვას და გააპარა კიდეც გერმანიაში. უბრალოდ ვინც საქართველოში დარჩა და ვინც ცოტა კრიტიკული მიდგომებით გამოირჩევა, მოხდება მათი მოწყვლა საპატრიარქოს წიაღიდან. მათ შორის მეუფე პეტრესი", - დასძინა გამრეკელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics