აგულაშვილი თორდია-ფარცხალაძის საქმეზე: კითხვებზე რაც შეიძლება მაქსიმალურად პასუხის გაცემა, ხელისუფლებისათვის ერთგვარი გამოწვევაა
„გამოძიების ღიად, გამჭვირვალედ ჩატარება, რაც შეიძლება მეტი ნდობა, დამაჯერებლობა ამ პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან, არსებულ კითხვებზე რაც შეიძლება მაქსიმალურად პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისათვის ერთგვარი გამოწვევა“,-ასე გამოეხმაურა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ე.წ. თორდია-ფარცხალაძის საქმეს.