14:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 16:30:17, 1920 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე: რა გამოდის, პატრიარქი მიკერძოებულია, რომ უცხო მღვდელს სწირავს სამუდამო სასჯელისათვის და მის სიძეს ეფარება?

„თუ ეკლესიის დისკრედიტაციას არ ემსახურება მსგავსი განცხადება, მაშინ რა გამოდის, პატრიარქი მიკერძოებულია, რომ უცხო მღვდელს, არანათესავს სწირავს სამუდამო სასჯელისათვის და მის სიძეს ეფარება“,-ასე გამოეხმაურა მეუფე პეტრე საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებას, რომლის თანახმადაც  ერთ-ერთმა მაღალმა იერარქმა გამოძიებას სთხოვა, სოსო ოხანაშვილი არ დაეჭირათ.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ ის პიროვნება თვითონ არ ყოფილა:

„ ჯერ ერთი, როგორ ფიქრობ, ჩემს თხოვნას პროკურატურა გაითვალისწინებდა? ესეც ხომ სასაცილოა. ერთადერთი, თუ ვინმეს თხოვნას პროკურატურა გაითვალისწინებდა, ეს არის ქალბატონი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. თუ ეკლესიის დისკრედიტაციას არ ემსახურება მსგავსი განცხადება, მაშინ რა გამოდის, პატრიარქი მის არანათესავ მღვდელს, რომელიც ქონების მართვის უფროსად ჰყავდა დანიშნული, რომელიც მისი უახლოესი გარემოცვა იყო, რომელიც მისი ბობოყვათის საზაფხულო რეზიდენციის ხელმძღვანელად ჰყავდა დანიშნული, რომელიც საპატრიარქოს კლინიკის ხელმძღვანელად ჰყავდა დანიშნული, რომელიც ასევე ერთ-ერთი სკოლა გიმნაზიის ხელმძღვანელი იყო და მას ძალიან ენდობოდა, რა გამოდის, რომ პატრიარქი სწირავს მღვდელს, რომელიც არ არის მისი ნათესავი და პროკურატურას სთხოვს, რომ არ დააპატიმრონ და შეიწყალონ მისი ნათესავი, მისი სიძე, ეს ხომ უსამართლობაა, ეს ხომ მიკერძოებული სამართალია, ეს ხომ ფარისევლობაა. ანუ, რა გამოდის პატრიარქი მიკერძოებულია, რომ უცხო მღვდელს, არანათესავს სწირავს სამუდამო სასჯელისათვის და მის სიძეს ეფარება? არ მინდა დავიჯერო, რომ პატრიარქი მსგავსი უსამართლობის უკან დგას. ეს არის ასევე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“,-განაცხადა მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics