პრემიერის განცხადებით, განიხილება ინიციატივა, რომელიც მოქალაქეობის დაბრუნების პროცედურების გამარტივებას გულისხმობს
„საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ვიხილავთ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, აღარ უწევდეთ იმ რთული პროცედურის გავლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას სჭირდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.